თამარ ქობულაძის დღიური

воскресенье, 19 июня 2022 г.

 პროექტი "ციფრული სკოლა საქართველო"-ს დასკვნითი კონფერენცია-"ინოვაციური მიდგომები საქართველოში"

#33ციფრულმა სკოლამ, როგორც ყოველთვის გააზიარა გუნდური მუშაობის პრაქტიკა.


















პედაგოგთა რეგიონალური კონფერენცია

  ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ჩატარდა რეგიონალური (ქუთაისისა და წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრები) პედაგოგთა ონლაინ კონფერენცია. ქუთაისის N33 საჯარო სკოლიდან კოლეგებს წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკა გაუზიარა 13 მასწავლებლებმა:

თამარ ქობულაძე - ინკლუზიური განათლება.

სოფიო ძიგრაშვილი - ინკლუზიური განათლება

ნათია კამკამიძე - კომპიუტერული ტექნოლოგიები
მზია ცირეკიძე- ქართული ენა და ლიტერატურა
ინგა დევიძე - ბუნებისმეტყველება
ნინო გუბელაძე- ბიოლოგია
მარიამ სანი8კიძე- გეოგრაფია
მარინა ისკაკოვა - ქიმია, სასკოლო პროექტი
ბაია მაჩიტიძე - დაწყებითი სწავლების მათემატიკა
მაკა ჩინიჯიშვილი - დაწყებითის ქართული
გიორგი პერანიძე - მათემატიკა
მაკა ჯანელიძე - ხელოვნება.

ინკლუზიური განათლების პანელზე წარვადგინე ადაპტირებული კომპლექსური დავალება და მისი განხორციელების გზები ქართულ ენასა დალიტერატურაში.













სასკოლო პიკნიკი- 2021-2022 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება.

სასკოლო  პიკნიკი- 2021-2022 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება. იხილეთ  ბმული

















დიაგნოსტიკური ტესტირება


  სკოლის პროექტის "სასწავლო პროცესის ანალიზი - მოსწავლეების კეთილდღეობისათვის" ფარგლებში საპროექტო ჯგუფმა შეიმუშავა მე-6 კლასის სადიაგნოსტიკო ინტეგრირებული ტესტი და ჩაატარა დაწყებითი საფეხურის შემაჯამებელი ტესტირება. ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 65 მეექვსე კლასელმა.  გამოვიყენეთ  ელექტრონული რესურსები.

  ჩემთვის საინტერესო იყო  ქართულისა და ისტ-ის ინტეგრირებულ დავალებასა და შეფასების კრიტერიუმებზე მუშაობა.

 














пятница, 3 июня 2022 г.

აწსუ სამეცნიერო პიკნიკი

 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. მოსწავლეებსა და სტუდენტებს უნივერსიტეტის ღია სივრცეში საინტერესო ექსპერიმენტები და გამოფენები დახვდათ: სახალისო ქიმიური ცდები, სახალისო ბიოლოგია, კრიმინალისტიკური ლაბორატორია, კლინიკური უნარების სიმულაცია, სახალისო საგანმანათლებლო თამაშები და ა.შ.

.



















среда, 18 мая 2022 г.

2020-2021 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებელი

 ჩემთვის ძლაიან დიდი პატივია ვიყო 2020-2021 სასწავლო წლის სკოლის საუკეთესო მასწავლებელი. დიდი მადლობა ქალაქ ქუთასის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურს დაფასებისა და დასაჩუქრებისთვის







вторник, 17 мая 2022 г.

მკითხველთა კლუბის მუშაობა და კონკურსის პროდუქტი

 

                                                                          სკოლაში  წელს ვხელმძღვანელობ ,,მკითხველთა კლუბს". რომელშიც გაწევრიანდნენ მე-5 ბ კლასის მოსწავლეები. კლუბი ჩამოყალიბდა მოსწავლეთა კითხვის უნარების  გაუმჯობესებისათვის. შემოქმედებითი დაკრეატიული უნარების განვიტარებისათვის. კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ენის დეპარტამენტის მიერ ინიცირებულ პროექტში, რომელიც ,,დედაენის დღეს" მიეძვნა. კლუბის წევრებმა შეცვალეს ნაწარმოების
ჟანრი დაა მოთხრობები გადააქციეს ხმოვან წიგნებად.













Book titled 'კომიქსი (მესარკე)'




Read this book made on StoryJumper
Book titled 'ბიჭი და ძაღლი (კომიქსი)'

Read this book made on StoryJumper
Book titled 'იავნანამ რა ჰქმნა?'Read this book made on StoryJumper
,

განმავითარებელი შეფასება

 საინტერესოა კომპლექსური დავალების, როგორც შეფასების და თვითშეფასების ინსტრუმენტის გამოყენება. კომპლექსური დავალება მოკლევადიანი მიზანია, რომელისც სააზროვნო მექანიზმების ჩამოყალიბებას ემსახურება და მიემართება გრძევლადიან მიზანს. ყველა კომპკექსურ დავალებას თან ახლავს საყრდენები, ანუ მოთხოვნები,რომელიც მოსწავლემ უნდდა გაითვალისწინოს შექმნის პროცესში. ამ საყრდენებს მასწავლებელი გადააქცევს შეფასების კრიტერიუმად, რომელიც განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების საფუძველია.

კომპლექსური დავალება და შეფასების კრიტერიუმები თავსდება Teams-ის პროგრამაში


აქვე იტვირთება მოსწავლის ნაშრომი

და შეფასების კრიტერიუმების გამოყენებით უბრუნდება განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება,.



მოსწავლეები პრეზენტაციაზე ავსებენ ,,მსმენელის დღიურს" და აფასებენ ერთმანეთს და საკუთარ ნაშრომს(თვითშეფასება). ერთმანეთს ადარებენ ნაშრომებს და მსჯელობენ გაუმჯობესების გზებზე. 






 კომპლექსური გავალების შესრულების ხარისხის მიხედვით  მასწავლებელი  განსაზღვრავენ, რამდენად წარმატებული  აღმოჩნდა მის მიერ განხორციელებული აქტივობები და გამოყენებული მეთოდები. ფაქტობრივად, კომპლექსური დავალება მასწავლებლის თვითსეფასევის ინსტრუმენტიცაა.
    შეფასების პროცესში დიდი მნიშბნელობა აქვს მოსწავლის განვითარების დინამიკის ჩვენებას ზოგად ჭრილში.არა მხოლოდ კომლპექსურ დავალებასთან დაკავშირებულს, არამედ მისი საერთო მდგომარეობის აღწერას.ამ ტიპის შეფასებას გავცემ სემესტრში რამდენიმეჯერ. ამისტვის ვიყენებ ,,ელექტრონულ ჟურნალს"