აქტივობა 1. სქემა ,,რა ვიცი, რა მსურს გავიგო და რა გავიგეს“
სქემის შევსებამდე მოსწავლეებს ვაჩვენებ ჩემ მიერ შექმნილ პრეზენტაციას ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრების შესახებ.
სვეტში ,,რა ვიცი“ მასწავლებელი ათავსებს იმ ინფორმაციას რომელსაც აწვდიან მოსწავლეები, მწერლის ბიოგრაფიიდან გამომდინარე.
სვეტში ,,რა მსურს გავიგო“ მასწავლებელი ათავსებს კითხვებს რომლებიც უჩდებათ მოსწავლეებს. დასმულ შეკითხვებს პედაგოგი პასუხობს
ჩატარებული სამუშაოს შემდეგ მოსწავლეებს დაურიგდებათ ამონარიდები ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილიდან დროის ამოწურვის შემდეგ პედაგოგი მოისმენს პასუხებს კითხვაზე ,,რა გავიგეთ“? ინფორმაცია თავსდება სქემის მესამე სვეტში
ორგანიზება-მუშაობამთელ კლასთან
დრო-7 წუთი
აქტივობა 2ჩავატარებ ხუთ-შვიდ წუთიან წერას
მოსწავლეებს შევთავაზებ სათურებს (,,მარტოობა“, ,,რწმენადაკარგული ადამიანი“, ,,უიმედობა“) და ვთხოვ შექმნან მცირე ზომის ჩანახატები
დრო-5-7წუთი
აქტივობა 3. თემის გაცნობა
მოსწავლეებს ვთხოვ ყურადღებით წაიკითხონ ტექსტი და მონიშნონ გაუგებარი და მათთვის საინტერესო ადგილები. შეავსონ T სქემა.
ორგანიზება-ინდივიდუალურიმუშაობა
დრო-10 წუთი
აქტივობა 4. ტექსტის ანალიზი
მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფებად და მუშაობენ ურიგდებათ ბარათებირომელზედაც კითხვებია მოთავსებული. ყველა ჯგუფს აქვს ამონარიდი ტატოს წერილიდან. პრეზენტაციის დროს მოსწავლეთა მოსაზრებები დაფიქსირდება დაფაზე
ორგანიზება-ჯგუფურიმუშაობა
დრო-10 წუთი
აქტივობა 5. გაკვეთილის შეჯამება
რა იყო ბარათაშვილის სევდის მიზეზი, რამ განაპირობა მისი სულიერი ობლობა და მარტოობა.
ინდივიდუალური.დრო-10 წუთი
|
Комментариев нет:
Отправить комментарий