პროექტი "ციფრული სკოლა საქართველო"-ს დასკვნითი კონფერენცია-"ინოვაციური მიდგომები საქართველოში"
воскресенье, 19 июня 2022 г.
პედაგოგთა რეგიონალური კონფერენცია
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ჩატარდა რეგიონალური (ქუთაისისა და წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრები) პედაგოგთა ონლაინ კონფერენცია. ქუთაისის N33 საჯარო სკოლიდან კოლეგებს წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკა გაუზიარა 13 მასწავლებლებმა:
თამარ ქობულაძე - ინკლუზიური განათლება.
სოფიო ძიგრაშვილი - ინკლუზიური განათლებანათია კამკამიძე - კომპიუტერული ტექნოლოგიები
მზია ცირეკიძე- ქართული ენა და ლიტერატურა
ინგა დევიძე - ბუნებისმეტყველება
ნინო გუბელაძე- ბიოლოგია
მარიამ სანი8კიძე- გეოგრაფია
მარინა ისკაკოვა - ქიმია, სასკოლო პროექტი
ბაია მაჩიტიძე - დაწყებითი სწავლების მათემატიკა
მაკა ჩინიჯიშვილი - დაწყებითის ქართული
გიორგი პერანიძე - მათემატიკა
მაკა ჯანელიძე - ხელოვნება.
ინკლუზიური განათლების პანელზე წარვადგინე ადაპტირებული კომპლექსური დავალება და მისი განხორციელების გზები ქართულ ენასა დალიტერატურაში.
დიაგნოსტიკური ტესტირება
სკოლის პროექტის "სასწავლო პროცესის ანალიზი - მოსწავლეების კეთილდღეობისათვის" ფარგლებში საპროექტო ჯგუფმა შეიმუშავა მე-6 კლასის სადიაგნოსტიკო ინტეგრირებული ტესტი და ჩაატარა დაწყებითი საფეხურის შემაჯამებელი ტესტირება. ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 65 მეექვსე კლასელმა. გამოვიყენეთ ელექტრონული რესურსები.
ჩემთვის საინტერესო იყო ქართულისა და ისტ-ის ინტეგრირებულ დავალებასა და შეფასების კრიტერიუმებზე მუშაობა.
пятница, 3 июня 2022 г.
აწსუ სამეცნიერო პიკნიკი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. მოსწავლეებსა და სტუდენტებს უნივერსიტეტის ღია სივრცეში საინტერესო ექსპერიმენტები და გამოფენები დახვდათ: სახალისო ქიმიური ცდები, სახალისო ბიოლოგია, კრიმინალისტიკური ლაბორატორია, კლინიკური უნარების სიმულაცია, სახალისო საგანმანათლებლო თამაშები და ა.შ.
.
Подписаться на:
Сообщения (Atom)